| ||||
არნოლდ შონბერგი — ავსტრიაში დაბადებული კომპოზიტორი, მუსიკის თეორეტიკოსი, პედაგოგი და ფერმწერი. დაკავშირებული იყო გერმანულ პოეზიასა და ხელოვნებაში არსებულ ექსპრესიონისტულ მოძრაობასთან და იყო ვენის მეორე სკოლის ლიდერი. ნაცისტური პარტიის აღზევების კვალდაკვალ შონბერგის მოდერნისტული და ატონალური მუსიკა მიჩნეული იქნა დეგრადირებულ მუსიკად. 1934 წელს საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, ხოლო 1941 წელს - ამერიკის მოქალაქეც გახდა.
შონბერგის მიდგომამ ჰარმონიასა და მასალის განვითარებასთან ძლიერი გავლენა მოახდინა XX საუკუნის მუსიკალურ აზროვნებაზე. სულ მცირე სამი თაობის ევროპელი და ამერიკელი კომპოზიტორების დიდი ნაწილი შეგნებულად ავითარებდა მის ნააზრევს, ხოლო სხვები მძაფრად რეაგირებდნენ მის წინააღმდეგ. თავის ადრეულ კარიერაში აფართოებდა გერმანული რომანტიზმის ორ, ჩვეულებრივ საპირისპიროდ მიჩნეულ, ბრამსის და ვაგნერის სტილებს. მოგვიანებით, მისი სახელი დაუკავშირდა ინოვაციებს ატონალობაში (თუმცა, თავად ეს ტერმინი ეზიზღებოდა), რომელიც ყველაზე დიდი პოლემიკის საგანი გახდა XX საუკუნის აკადემიურ მუსიკაში. 1920-იან წლებში განავითარა თორმეტტონიანი (დოდეკაფონიური) ტექნიკა – კომპოზიციის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს ქრომატიული გამის თორმეტივე საფეხურისგან შედგენილი ფიქსირებული სერიების მანიპულაციას. ასევე, შემოიღო ტერმინი „განვითარებადი ვარიაცია“ და იყო პირველი თანამედროვე კომპოზიტორი, რომელმაც დაიწყო მოტივების განვითარების ისეთი გზების გამოყენება, რომლებიც არ იყო დამოკიდებული ცენტრალურ, დომინანტურ მელოდიურ იდეაზე.
ჩეჩნეთის პირველი ომი ეწოდება იმ შეიარაღებულ კონფლიქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის ერთ–ერთ სეპარატისტულ ანკლავში — ჩეჩნეთში. 1994 წელს დაწყებული ეს კონფლიქტი 1996 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დასრულდა. ჩეჩნეთი დე–ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა.
რუსული წყაროების მიხედვით, კონფლიქტში 5,500 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ზოგიერთი წყაროებით კი იგი 14,000 აღწევს. რაც შეეხება ჩეჩნების დანაკარგს, იგი რუსეთის მტკიცებით 15,000–ს, ხოლო ჩეჩნეთის მტიცებით - 3,000 უტოლდება. 50,000 - 100,000 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 200,000 დაიჭრა და 500,000 დევნილად იქცა.- 2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული გახდა მომღერალი ლისანდრო სიმღერით „Oh Maman!.“
- დინა ბოლუარტე (სურათზე) პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
- ჩინეთის ყოფილი ლიდერი ძიანგ წემინი გარდაიცვალა 96 წლის ასაკში.
- გაეროს შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა.
- ნატაშა პირც-მუსარი სლოვენიის პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს.
- სტამბოლის თავისუფლების გამზირზე მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 6 და დაიჭრა 53 პირი.
მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ანრი დიუნანმა მას შემდეგ დააარსა, რაც საკუთარი თვალით იხილა სოლფერინოს ბრძოლა.
- პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს არის დავით VII ულუ.
- ბურუნდის ქალაქ რუტოვუში ამ ქვეყნის პირველი სამი პრეზიდენტი, მიშელ მიჩომბერო, ჟან ბაპტისტ ბაგაზა და პიერ ბუიოია, დაიბადა.
- იერუსალიმის ყველა პრე-მოდერნისტული რუკა შესრულებული იყო ქრისტიანების მიერ ქრისტიანული ევროპის საზოგადოებისათვის.
- თიოაცეტონი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებაა.
- პინგვინონი არის ორგანული ნაერთი, რომლის მოლეკულის ფორმა (იხ. სურათზე) პინგვინს ჰგავს.
- წყლის შაშვები საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.
- სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია კავკასიის რეგიონში.